საპრეზიდენტო არჩევნები 2013

უსუფაშვილი უწყებათაშორისი კომისიის საკითხს გამოეხმაურა

ტაბულა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა საარჩევნო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებების პროექტს, რომლის თანახმად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია უშიშროების საბჭოს მართვიდან შესაძლოა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობის ქვეშ გადავიდეს.

უსუფაშვილის თქმით, კომისია ისეთ უწყებას უნდა ექვემდებარებოდეს, რომელიც პრობლემაზე მყისიერ რეაგირებას შეძლებს.

"გადაწყვეტილება შემდეგ კრიტერიუმზე დაყრდნობით უნდა მივიღოთ: არჩევნების დროს კანონის დაცვა და მისი შესრულება ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამოცანა, თუმცა ძველ დროში იყო განცდა იმისა, რომ ამას ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერ ან არ აკეთებდა. ამიტომ შეიქმნა ისეთი ჯგუფი, ისეთ თანამდებობის პირთან, რომელსაც ჰქონდა მყისიერი გავლენიანი მოხდენის საშუალება. გასული წლის მდგომარეობით, უშიშროების საბჭოს მდივანს შეეძლო ნებისმიერი პრობლემის ოპერატიულად მოგვარება. ამ არჩევნებისთვის ჩვენ გვჭირდება ამ ჯგუფის ისეთ თანამდებობის პირთან თავმოყრა, რომელსაც იგივე შეეძლება. ასე რომ, ავწონ-დავწონით საკითხს", - განაცხადა უსუფაშვილმა. 

კომენტარები