ელექტრონული მუსიკის ფესტივალი

გავრცელებული ცნობით, Misterika Festival-ის ადგილი მღვდლების მუქარის გამო შეიცვალა

fb.com

Misterika Festival-ის ლოკაცია შეიცვალა. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, ასურეთის ნაცვლად, თბილისის ზღვის მიდამოებში ჩატარდება.

როგორც ტაბულასთან საუბარში ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თემო ბესელიამ თქვა, ადგილმდებარეობის შეცვლა "უსაფრთხოების" გამო გადაწყდა, თუმცა ორგანიზატორი არ აკონკრეტებს, რა პრობლემები შეექმნათ ასურეთში.

ამასთან, Facebook-ზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს სოფელ ასურეთში ელექრონული ფესტივალის ჩატარებას ადგილობრივი სამღვდელოება ეწინააღმდეგებოდა და ძალადობით იმუქრებოდა.

თავის მხრივ, ორგანიზატორები ამ ცნობას არ უარყოფენ, თუმცა კომენტარისგან თავს იკავებენ.

"ერთადერთი, რაც შეიცვალა, არის ფესტივალის ჩატარების ადგილი. ასურეთის მაგივრად ფესტივალი ჩატარდება თბილისის ზღვის მიდამოებში. ყველაფერი დანარჩენი უცვლელია. იგივე არტისტები, იგივე მუსიკა და დიზაინი. ფესტივალის ადგილამდე ტრანსპორტი გავა სარაჯიშვილის მეტროდან", - ნათქვამია ფესტივალის Facebook გვერდზე.

 

კომენტარები