ედუარდ შევარდნაძე ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატებზე

ნაციონალური მოძრაობის პრაიმერის მონაწილეებიდან - გია ბარამიძე, დავით ბაქრაძე, შოთა მალაშხია და ზურაბ ჯაფარიძე, თითქმის ისევ ყველა ჩემი გუნდიდანაა. ისე, იქნებ მეც ჩავერთო ამ პროცესში?! ხომ გაგიგიათ ხალხური სიბრძნე - ბებერი ხარისა რქებიც ხნავენო. სხვა დანარჩენს თავი რომ დავანებოთ, გია ბარამიძის გამკვირვებია, რა ისეთი საამაყო წარსული აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტობა სურს?! სირცხვილია, ნაციონალური მოძრაობის რომელიმე კანდიდატმა თუნდაც ერთი ხმა მიიღოს

აცხადებს საქართველოს ექსპრეზიდენტი გაზეთ ასავალ-დასავალისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები