NDI-ის კვლევა

NDI: ქართული ოცნების საქმიანობას დადებითად 45% აფასებს, ენმ-ს - 9%

NDI

NDI-ის ივნისის თვის კვლევის მიხედვით, კოალიცია ქართული ოცნების საქმიანობას დადებითად ჯამში 45% აფასებს, უარყოფითად - 6%. მარტის თვეში ქართული ოცნების საქმიანობას დადებითად 10%-ით მეტი (55%) აფასებდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქმიანობას ჯამში დადებითად აფასებს 9 %, ხოლო უარყოფითად - 39%.

პოლიციის საქმიანობას ჯამში დადებითად აფასებს 55%, ხოლო საქართველოს ჯარის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 59%.

სასამართლოს საქმიანობას დადებითად აფასებს 18%, ხოლო უარყოფითად - 12%.

მთავარი პროკურატურის საქმიანობას დადებითად აფასებს 24%, ხოლო უარყოფითად - 6%.

პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს 23%. მარტის თვეში იგივე მონაცემი 30% იყო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობას დადებითად აფასებს 26%.

სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას დადებითად ჯამში 17% აფასებს.

NDI-ის კვლევა 2013 წლის ივნისში ჩატარდა და მის ფარგლებში 2,338 რესპონდენტი მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი CRRC.

კომენტარები