NDI-ის კვლევა

NDI: პრემიერის საქმიანობის დადებითმა შეფასებამ 8%-ით იკლო

NDI-ის ივნისის თვის კვლევის მიხედვით, პრემიერ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 18%, ხოლო კარგად - 37% (ჯამში მის საქმიანობას დადებითად აფასებს 55%). მარტში ძალიან კარგად პრემიერის საქმიანობას აფასებდა 28%, ხოლო კარგად - 35 % (ჯამში, 63%).

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის საქმიანობას ჯამში დადებითად აფასებს 36% (მარტში ეს მაჩვენებელი 44% იყო).

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს 23%.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის საქმიანობას ჯამში კარგად აფასებს 26%.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, ისევე როგორც თბილისის მერის გიგი უგულავას, საქმიანობას დადებითად აფასებს 11%.

 რაც შეეხება მინისტრების საქმიანობის შეფასებებს:

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას საქმიანობას ჯამში დადებითად აფასებს 43%.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის საქმიანობას დადებითად აფასებს 43%. მარტის თვეში ეს მონაცემი 52% იყო.

შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას კარგად აფასებს 40%.

განათლების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას დადებითად ჯამში 33% აფასებს (მარტში - 29%).

კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს 30%.

მაია ფანჯიკიძის საქმიანობას დადებითად აფასებს 28% (მარტში ეს მონაცემი 40% იყო).

სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის საქმიანობას დადებითად აფასებს 28%.

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის საქმიანობას დადებითად აფასებს 25% (მარტში დადებიტად აფასებდა 35%).

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს საქმიანობას დადებითად აფასებს 23% (მარტში - 36%).

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას საქმიანობას დადებითად აფასებს 17%.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს 16%.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს 17%.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დავით დარახველიძის საქმიანობას დადებითად აფასებს 15%.

საქართველოს პატრიარქის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 72% და კარგად - 15%. ჯამში, მის საქმიანობას დადებითად აფასებს 87%.

NDI-ის კვლევა 2013 წლის ივნისში ჩატარდა და მის ფარგლებში 2,338 რესპონდენტი მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი CRRC.

კომენტარები