საგარეო ურთიერთობები

საქართველოს და ვანუატუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის facebook გვერდი

საქართველოსა და ვანუატუს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები დამყარდა.  დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოქმს ვანუატუს მხრიდან ხელი მოაწერა გაეროსთან ვანუატუს მუდმივმა წარმომადგენელმა  დოლანდ კალპოკასმა და  საქართველოს მხრიდან, გაეროსთან საქართველოს დროებითმა წარმომადგენელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა. აღნიშნულ ოქმში, ასევე აღნიშნულია რომ ვანუატუ "აღიარებს  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მისი რეგიონების - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ჩათვლით". 


კომენტარები