NDI-ის კვლევა

რესპონდენტთა 51%: მერაბიშვილის დაკავება მიუკერძოებელი გამოძიების შედეგია

NDI

NDI-ის მიერ ივნისში გამოკითხული რესპონდენტების 51 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილის დაკავება ძირითადად მიუკერძოებელი გამოძიების შედეგია, 18 პროცენტი კი აცხადებს, რომ მერაბიშვილის დაკავება ძირითადად პოლიტიკური მოტივით არის განპირობებული.

კვლევა მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდა. 2 338 რესპონდენტი მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (შიდა) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი CRRC.

კომენტარები