საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში არჩილ კბილაშვილის მისვლას ითხოვს

parliament.ge

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის მისვლას ითხოვს.

უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი თევდორაძემ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ ლადო ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის გუშინდელმა ბრიფინგმა უფრო მეტი კითხვა გააჩინა. 

დეპუტატი ითხოვს, მიმდინარე კვირის განმავლობაში მთავარი პროკურორი პარლამენტში მივიდეს და არსებულ კითხვებს უპასუხოს.

არჩილ კბილაშვილთან კითხვები საპარლამენტო უმრავლესობასაც აქვს. როგორც პარლამენტის ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, გენერალური პროკურორის მიმართ საინტერესო კითხვები არსებობს, რადგან ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით "საკმაოდ ინტენსიური პროცესები მიმდინარეობს".

"თუ გენერალური პროკურორი პარლამენტში მოვა, რა თქმა უნდა, კითხვები ჩვენც გვექნება", - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები