სასჯელაღსრულების სამინისტრო

სასჯელაღსრულების სამინისტრო: ამნისტირებულია 4329 პირობით მსჯავრდებული

http://www.mcla.gov.ge/

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, ამნისტირებულ პირობით მსჯავრდებულთა სტატისტიკის ანალიზს აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2013 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ამნისტირებულია პრობაციის ეროვნული სააგენტოს აღრიცხვაზე მყოფი 4329 პირობით მსჯავრდებული. მათგან პირობითი მსჯავრი მოეხსნა - 2412 მსჯავრდებულს, გაუნახევრდა - 373 მსჯავრდებულს და შეუმცირდა - 1544 პირობით მსჯავრდებულს.

ამნისტირებულთა შორის 1246 - ნაკლებად მძიმე, 2449 - მძიმე და 634 - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული.

სამინისტროს განმარტებით, კანონის თანახმად, ამნისტიის აღსრულებისთვის განსაზღვრული 4 თვის ვადა 2013 წლის 12 მაისს ამოიწურა, თუმცა ამნისტირების პროცესი უზენასი სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე გრძელდება. 

"საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ეტაპობრივად განათავსებს ინფორმაციას ამნისტიის მიმდინარეობის შესახებ", - აცხადებენ სამინისტროში. 

კომენტარები