თვითმკვლელობა

კოჟორიძე: მიქაუტაძის საქმე აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული

კახა კოჟორიძე
timer.ge

36 წლის მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, რუსთავი 2-თან საუბარში კომენტარი გააკეთა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორაძემ. მისი თქმით, მიქაუტაძის საქმე აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული და საჭიროა მის მიერ მიცემული ჩვენების გასაჯაროვება. 

"ბევრი რამაა გასარკვევი. თუ სამართალდამცავი ორგანოები გამოაქვეყნებენ გარდაცვლილის მიერ მიცემული ჩვენების შინაარს, გახდება ცნობილი მართლაც მისცა თუ არა ამ ადამიანმა ვინმეს წინააღმდეგ რაიმე ჩვენება. შემდეგ უკვე ექსპერტიზის პასუხი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი - აღენიშნება თუ არა წამების და არაადამიანური მოპყრობის კვალი გარდაცვლილს. ამ შემთხვევაში, მთავარი როლი არის სამართალდამცავ ორგანოებზე, პროკურატურაზე, რადგან ეს ამბავი აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული," - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა მიქაუტაძის ცხედარი დღეს იქნა ნაპოვნი, მისი მეუღლის თქმით გარდაცვლილს 6 ივლისს პოლიციის განყოფილებაში მეგობრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის მოთხოვნით სასტიკად სცემეს და სწორედ ამან გადააწყვეტინა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.

კომენტარები