ოკუპირებული ტერიტორიები

ახალგორის მოსახლეობა თიბილოვს გადაადგილების გამარტივებას სთხოვს

ახალგორის რაიონის მოსახლეობა ოკუპირებული სამხეთ ოსეთის მარიონეტულ რეჟიმის ლიდერს, ლეონიდ თბილოვს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების გამარტივებას სთხოვს. ამის შესახებ მოსახლეობამ თიბილოვთან შეხვედრისას განაცხადა. მოსახლეობის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა მათი ნათესავები ცხოვრობენ და მათი მონახულება ძალიან გართულებლია. 

თბილოვის თქმით, გადაადგილების გამარტივება მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც საქართველო სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს და სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებით დაიდება ხელშეკრულება. თიბილოვმა სამხრეთ ოსეთის განვითარებაში რუსეთის როლზეც ესაუბრა. 

18 სექტემბერიდან ძალაში შედის ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის დადგენილება, რომელის მიხედვითაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ავტომანქანით გადასვლა აიკრძალება. 

 

კომენტარები