ადგილობრივი თვითმმართველობა

უგულავა თბილისის საკრებულოში უმრავლესობის დაკარგვას "გაგებით ეკიდება"

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

თბილისი მერმა რუსთავი 2-ის გადაცემა პოზიციაში საუბრისას განაცხადა, რომ "ტრაგედიას" ვერ ხედავს იმაში, რომ თბილსის საკრებულოში ნაციონალურმა მოძრაობამ უმრავლესობა დაკარგა.

"პირველი ოქტომბრის შემდეგ თუ არ ვცდები 13-მა ადამიანმა დატოვა ფრაქცია საკრებულოში, მაგრამ მე ამაში განსაკუთრებულ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ვისაც დისკომფორტი აქვს მიდის, მის ადგილზე სხვა მოდის, ესე ხდება პარტიაში თაობების ჩანაცვლება. ანალოგიური მეხება მეც და ყველა ლიდერს, რაც უფრო მეტი ახალი ადამიანი მოვა და დაიკავებს ამ ადგილს, მე მხოლოდ ამას მივესალმები", - განაცხადა უგულავამ.

უგულავას თმით, ის "აბსოლუტურად გაგებით ეკიდება" ამ პროცესებს.

"შესაბამისად მიმაჩნია, რა კონფიგურაციისაც იქნება საკრებულო საბოლოო ჯამში, იმ კონფიგურაციის საკრებულოსთან ვითანამშრომლებ. მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებების განსხვავებისა, მიუხედევად პირადი წყენებისა, მე მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი გვერდზე უნდა გადაიდოს და ვფიქრობ, რომ საერთო ენას მოვძებნით და ქალაქისთვის ფუნდამენტურ საკითხებზე ერთად ვიმუშავებთ", - განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავამ კოკი იონათამიშვილის ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან გასვლის საკითთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, იონათამიშვილის წერილში მოყვანილი პრობლემები მასაც აწუხებს, მაგრამ მის ფრაქციიდან წასვლას არ ეთანხმება.

"თუ ხედავ პრობლემებს, მათ არ უნდა გაექცე. აქედან გამომდინარე რა დასკვნაც მან გააკეთა, მე ვფიქრობ არასწორი იყო. ბევრი პრობლემა რაც მან აღნიშნა სამართლიანია",- განაცხადა უგულავამ. 

კომენტარები