ეკონომიკური ზრდა

ნოდარ ხადური: ეკონომიკური ზრდა 6% ვერ იქნება

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

დღეს, 5 ივლისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა 6% ვერ იქნება - ამის შესახებ ნოდარ ხადურმა ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში IMF-ის ინსტიტუტის სასწავლო კურსის დახურვის ცერემონიის შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ ინვესტიციაზე არაა დამოკიდებული.

"ეს დამოკიდებულია ჩვენს სავაჭრო პოტენციურ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე. თურქეთში თუ ჩვენგან ექსპორტი შემცირდა, სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არ იქნება მაღალი", - განაცხადა ხადურმა.

ფინანსთა მინისტრი აღნიშნა, რომ იგი ყოველდღე ხვდება პოტენციურ ინვესტორებს, თუმცა იქვე განმარტა - "სამწუხაროდ, ინვესტიციებს შედეგი ერთ დღეში არ მოაქვს".

ტაბულას კითხვაზე, ეკონომიკური ზრდის შემცირების ფონზე, გადაიხედება თუ არა 2013 წლის ბიუჯეტი, ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ "სახელმწიფო ბიუჯეტით ყველა დაპირებული ხარჯი გაიწევა და ხარჯების შეკვეცა საჭირო არ გახდება". ამასთან, მინისტრს არ დაუკონკრეტებია რის ხარჯზე შეივსება ბიუჯეტი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის 6%-იანი ნიშნულის არარეალურობაზე რამდენიმე დღის წინ უკვე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმაც. 

კომენტარები