უიმბლდონი

ჯოკოვიჩი, მარეი და დელ პოტრო უიმბლდონის ნახევარფინალში გავიდნენ

ნოვაკ ჯოკოვიჩი და ხუან მარტინ დელ პოტრო
REUTERS

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტომაშ ბერდიხის წინააღმდეგ შეხვედრაში, რამდენიმე აკრობატული ილეთის დემონსტრირება მოახდინა და დიდი სლემის ნახევარფინალში მეცამეტედ გავიდა.

სერბმა მსოფლიოს ნომერმა პირველმა ჩოგანმა ბერდიხი ანგარიშით 7-6, 7-5, 6-4, 6-3 დაამარცხა და უიმბლდონის ტურნირზე წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს.

"პირველ სეტში ძალიან თანაბრად ვთამაშობდით და ერთმა დარტყმამ ყველაფერი გადაწყვიტა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სეტში უპირატესობის მოპოვება და მიუხედავად იმისა, რომ მეორე სეტში ცუდად დავიწყე, კარგად ვგძნობდი თავს და მოხარული ვარ, რომ შემდეგ ეტაპზე გავედი", - განაცხადა ჯოკოვიჩმა პრესკონფერენციაზე.

ხუან მარტინ დელ პოტრომ სუსტი პირველი გეიმის შემდეგ, მაინც მოახერხა დავიდ ფერერის დამარცხება ანგარიშით 6-2, 6-4, 7-6, 7-5 და უიმბლდონის ნახევარფინალში პირველად გავიდა.

ყველაზე დაძაბულად ენდი მარეისა და ფერნანდო ვერდასკოს დაპირისპირება წარიმართა.

შოტლანდიელმა მარეიმ პირველი ორი სეტი ანგარიშით 4-6, 3-6 დათმო, მაგრამ საბოლოოდ თამაშში დაბრუნება შეძლო და დარჩენილ სამ სეტში ანგარიშით 6-1, 6-4, 7-5 დაამარცხა ესპანელი ვერდასკო.

"ალბათ რამდენიმე წლის წინ ამ შეხვედრას დავთმობდი, მაგრამ ახლა გამოცდილი ვარ და ვიცი, როგორ უნდა მატჩის შემობრუნება", - განაცხადა მარეიმ.

მსოფლიოს რეიტინგის მეორე ნომერი მარეი, 54-ე ნომრად განთესილი ვარდასკოს დამარცხების შემდეგ, ნახევარფინალში იერჟი იანოვიჩს შეხვდება, ნოვაკ ჯოკოვიჩი კი ხუან მარტინ დელ პოტროს დაუპირისპირდება.

კომენტარები