უიმბლდონი

უიმბლდონის მეოთხედფინალში ჯოკოვიჩი, მარეი და რადვანსკა გავიდნენ

ნოვაკ ჯოკოვიჩი და ხუან მარტინ დელ პოტრო
REUTERS

მსოფლიოს რეიტინგის ნომერმა პირველმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, გერმანელი ტომი ჰაასი დაამარცხა და უიმბლდონის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

პირველ ორ სეტში სერბმა იოლად - 6-1, 6-4 გაიმარჯვა, მესამეში კი, როდესაც 5-2-ს იგებდა, ჰაასმა სეტის ტაიბრეიკში გადაყვანა შეძლო, თუმცა მიუხედავად ამისა, ჯოკოვიჩმა ანგარიშით 7-4 გამარჯვება მაინც მოიპოვა.

ნოვაკ ჯოკოვიჩის შემდეგი მეტოქე 2010 წლის უიმბლდონის ფინალისტი ჩეხი ტომაშ ბერდიხი იქნება, რომელმაც თავის მხრივ ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩის დამარცხება შეძლო.

ოდნავ რთულად გაიმარჯვა შოტლანდიელმა ენდი მარეიმ, რომელსაც ტურნირზე პირველი ტაიბრეიკის თამაში მოუხდა, თუმცა საბოლოოდ მაინც დაამარცხა რუსი მიხაილ იუჟნი, ანგარიშით 6:4, 7:6 (7:5), 6:1.

აგნიეშკა რადვანსკამ ბულგარელი ცვეტანა პირონკოვა ანგარიშით 4-6, 6-3, 6-3 დაამარცხა და პოლონელთათვის დღე კარგად დაასრულა. იქამდე გამარჯვებები რადვანსკას თანამემამულეებმა - ლუკაშ კუბოტმა და იერჟი იანოვიჩმა იზეიმეს.

 

კომენტარები