ეგვიპტე

ეგვიპტელი სამხედროები მორსის 48-საათიან ულტიმატუმს უყენებენ

დემონსტრაციები ეგვიპტეში
Aljazeera

 

ეგვიპტის შეარაღებულმა ძალებმა მოჰამედ მორსის დემონსტრანტთა მოთხოვნების გასათვალისწინებლად და პრობლემების მოსაგვარებლად 48-საათიანი ულტიმატუმი წაუყენეს. სამხედროებმა განცხადება ტელევიზიით გაავრცელეს. მათი თქმით, ქვეყანას საფრთხე ემუქრება. აღნიშნულ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე მორსის მოწინააღმდეგეებმა მუსლიმი ძმების ოფისი გადაწვეს. 

სამხედროების განცხადებით, თუ მორსი მათ მოთხოვნას არ შეასრულებს, ისინი ქვეყნის მომავლის საკუთარ გეგმას განახორციელებენ. სამხედროები შეუერთდნენ დემონსტრანტებს, რომლებიც 30 ივლისს, მორსის საწინააღმდეგო აქციაზე გამოვიდნენ. სამხედროების მოთხოვნით მორსიმ ხელისუფლება ლიბერალ, სეკულარულ და მემარცხენე ოპოზიციურ ძალებთან უნდა გაინაწილოს და ისინი სახელმწიფოს მართვაში ჩართოს.

ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც არაბული გაზაფხულის დემონსტრაციების შედეგად მორსი ხელისუფლებაში მოვიდა და ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია ჯერ კიდევ ჩიხშია. მორსის მოწინააღმდეგეები სამხედროების განცხადებას სიხარული შეხვდნენ. აღნიშნული ნაბიჯი მოიწონა ასევე ეროვნულმა ხსნის ფრონტმა, რომელიც ეგვიპტის მთავარი ოპოზიციური ძალაა. ეროვნული ხსნის ფრონტი თვეების მანძილზე ითხოვდა ეროვნული ერთიანი მთავრობის ჩამოყალიბებას. 

შეიარაღებული ძალები მუბარაკის ხელისუფლებიდან ჩამოგდების შემდეგ, ეგვიპტეში მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობენ. მათი ძალაუფლების შეზღუდვას მორსი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ცდილობდა. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის თქმით, მორსი აღნიშნულ ულტიმატუმს არ შეუსრულებს, ვინაიდან ამან შესაძლოა დემონსტრანტების მხრიდან მოთხოვნების გაზრდა გამოიწვიოს. 

 

კომენტარები