NATO-საქართველო

რასმუსენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით დაპატიმრებებს

denesen.mk

"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თავიდან იქნას არიდებული იმის აღქმაც კი, რომ პროცესები პოლიტიკურადაა მოტივირებული", - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე:

"მინდა ცხადად ვთქვა, რომ ჩვენ დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებას. მე გარკვევით ვუთხარი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ხელისუფლებამ და სასამართლომ პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს და უზრუნველყონ სამართლიანი სასამართლო. ჩვენ არ ვაპირებთ, ჩავერიოთ საქართველოს სასამართლო პროცესებში, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თავიდან იქნას არიდებული იმის აღქმაც კი, რომ ეს პროცესები პოლიტიკურადაა მოტივირებული. ხელისუფლება დამპირდა, რომ იზრუნებს იმაზე, რომ დაკავებული ადამიანები სამართლიანი სასამართლოთი ისარგებლებენ, რომ პროცესები სრულიად გამჭვირვალე იქნება. ჩვენ მოველით, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას. ასე მკაცრად ამას იმიტომ ვამბობ, რომ NATO არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი, NATO ფასეულობათა ალიანსიცაა - ის ეყრდნობა თავისუფლებას, ინდივიდუალურ თავისუფლებას, უმცირესობების უფლებებს", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები