საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ფეხბურთის ფედერაციას თავს დაესხნენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
msy.gov.ge

დაახლოებით 15:00 სთ-ზე თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შენობას თავს დაესხნენ. შენობის მესამე სართულზე ერთ-ერთ ფანჯარას ჯერჯერობით გაურკვეველი საგანი მოხვდა და ჩაამსხვრია. ტაბულასთან საუბარში ფედერაციის პრესმდივანმა ოთარ გიორგაძემ განაცხადა, რომ მინა საკმაოდ გამძლე მასალისგანაა დამზადებული და მისი გატეხვა რთულია.

"საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით ხელაღებით არ შეგვიძლია ვთქვათ, რაიმე საგანი მოხვდა ფანჯარას თუ ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა გასროლა - ამას ექსპერტიზა დაადგენს. ხმა საკმაოდ დიდი იყო, ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვიძახეთ კრიმინალური პოლიცია და ახლა ექსპერიზის დასრულებას ველით", - განაცხადა ოთარ გიორგაძემ.

თუ რატომ უნდა განეხორციელებინა ვინმეს შენობაზე თავდასხმა, ფეხბურთის ფედერაციაში ვერსიების გამოთქმისგან თავს იკავებენ.

კომენტარები