საკანონმდებლო ინიციატივა

კობა დავითაშვილი სერიალების წინააღმდეგ

მე მოვამზადე  ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდების დაცვას მავნე ზეგავლენისგან, კერძოდ, ეს ეხება სერიოზულ შეზღუდვებს იმ ტიპის პროდუქციის დემონსტრირებისა, რომლებიც ახდენენ წახალისებას და პროპაგანდირებას ძალადობის, ჰომოსექსუალური, ბისექსუალური და პოლიგამიური კავშირების. მე მიმაჩნია, რომ იმ უწყინარ სერიალებში, რომელიც ჩვენი ახალგაზრდობის ძირითადი სულიერი საზრდოა, ჩვეულებრივად მიდის წარმოჩენა იმისა, რომ ოჯახის წევრებს შორის ყველაფერი "მოსულა", ყველაფერი დაშვებული და ნებადართულია. ბავშვები ამ ყველაფერს ისრუტავენ, ეს არ არის სასაცილო თემა, ეს არ არის საქილიკო თემა. არ მინდა, საქართველო იყოს ბრაზილია, იმ ქვეყანას თავისი კულტურა აქვს, საქართველოს კი - თავისი

კომენტარები