ლუქსემბურგის მინისტერიალი

ჩეხეთის საგარეო მინისტრი: საქართველო უკრაინის მსგავს სიტუაციაშია

კარლ შვარცენბერგი
radio.cz

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა საქართველოში განვითარებული მოვლენები შეაფასა. რუსთავი 2-თან საუბარში, მან აღნიშნა, რომ მერაბიშვილის დაპატიმრების გამო საქართველო ახლა უკრაინის მსგავს სიტუაციაშია. "არის გარკვეული პოზიტიური ცვლილებები, მიუხედავად ამისა, მინდა ჩემი შეშფოთება გამოვხატო. საქართველო ახლა უკრაინის მსგავს სიტუაციაშია, სადაც ასევე გაასამართლეს ყოფილი პრემიერმინისტრი. არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი პოლიტიკაა და იმედი მაქვს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს ციხეში არ ჩასვამენ, რადგან ეს საქართველოსთვის სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. თუ საქართველოში მოვლენები ასე განვითარდა, ეს ნოემბერში დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე დიდ ზეგავლენას მოახდენს", - განაცხადა შვარცენბერგმა.

ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ. მათი განხილვის მთავარი თემა აღმოსავლეთ პარტნიორობა და ამ პროგრამის მონაწილე სახელმწიფოებში დემოკრატიის მდგომარეობა იყო. ეს მოსამზადებელი შეხვედრაა ვილნიუსის სამიტისთვის, სადაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების ბედი უნდა გადაწყდეს.

კომენტარები