სამტრედიის საკრებულო

სამტრედიის საკრებულოსთან ქართული ოცნების მხარდამჭერები აქციას მართავენ

ka.integrable.org

სამტრედიის საკრებულოს შენობასთან, ქართული ოცნების მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ახალი თავმჯდომარის არჩევას აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ დღეს საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერის, ემზარ შუბლაძის არჩევას აპირებენ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელსაც დეპუტატები სხდომაზე სპეციალური კორიდორის საშუალებით შეჰყავთ. 

სამტრედიის საკრებულოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ალექსანდრე ჯვარშეიშვილმა პოსტი ორი კვირის წინ დატოვა.   

კომენტარები