წამების ამსახველი ვიდეოკადრები

წამების ბრალდებით დაკავებულმა პირმა თვითდაზიანება მიიყენა

როგორც შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა Front News-ს განუცხადა, სამეგრელოში აღმოჩენილ წამების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით დაკავებულმა პაატა ქირიამ თვითდაზიანება დაკითხვისას საკანცელარიო ნივთით მიიყენა.

"ამ ადამიანმა დაკითხვისას საკანცელარიო ნივთით მიიყენა თვითდაზიანება მუცლის არეში. ის სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი ემერჯენსში და ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა. მისივე თქმით, ფაქტზე, რომელიც ე.წ. მოდულის შენობაში მოხდა, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.



კომენტარები