ოკუპირებული ტერიტორიები

გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა მესაზღვრეებმა კიდევ ორი პირი დააკავეს

radiotavisupleba.ge

რადიო თავისუფლების რეპორტიორის გოგა აფციაურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით ერთი საათის წინ გორის რაიონის სოფელ წითელუბანში შეიარაღებულმა რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს ორი ადგილობრივი მცხოვრები - ზაზა ხიდაშელი და მალხაზ ედიშერაშვილი, რომლებიც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდნენ. აფციაურის ცნობით, მომხდარს ჰყავს თვითმხილველი ავთანდილ მახარაძე, რომელიც ამ დროს საკუთარ ბაღში მუშაობდა.

ტაბულა ინფორმაციის გადამოწმებას შსს-ში ცდილობს. დამატებით ინფორმაციას მისი მიღებისთანავე მოგაწვდით.

გასულ თვეში რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ოკუპირებული ტერიტორიის მახლობლად მამა-შვილი ხადურები დააკავეს. მანამდე, სოფელ დიცის მახლობლად მათ 24 წლის ადგილობრივი მცხოვრები აიყვანეს.

კომენტარები