ვანო მერაბიშვილის საქმე

ვანო მერაბიშვილმა შიმშილობა გამოაცხადა

Reuters

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში შიმშილობა გამოაცხადა. ამ ინფორმაციას ტაბულასთან საუბარში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურშიც ადასტურებენ.

"მისი მოთხოვნაა ჰქონდეს ტელევიზორი, რასაც პატიმრობის შესახებ კანონი პირდაპირ ითვალისწინებს, ასევე, ჩვენ მიერ იყო მოთხოვნა, რომ ციხის ადმინისტრაციას მიეცა მინდობილობა, რომელიც მისცემდა შესაძლებლობას მისი ოჯახის წევრებს განეკარგათ მისი საბანკო ანგარიშები, რომელზეც აქვს დეკლარირებული თანხა რაღაც გარკვეული, რაზეც ამ პერიოდში ჩვენ ვერც უარი მივიღეთ და ვერც დადებითი პასუხი და შესაბამისად, ბატონმა მერაბიშვილმა მიმართა ყველაზე, შეიძლება ითქვას, მკაცრ ზომას და დაიწყო მან დღეიდან შიმშილობა ტელევიზორის მოთხოვნით", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა რუსთავი 2-თან საუბარში.

კომენტარები