დღეს, სათავეს ფიფას ეგიდით მე-9 კონფედერაციათა თასის გათამაშება აიღებს. 8 გუნდი 2 ჯგუფში განაწილდა, საიდანაც პლეი ოფში 4 ნაკრები გავა, ხოლო ნახევარფინალში ა ჯგუფის ლიდერი, ბ ჯგუფის მეორე ადგილოსანს დაუპირისპირდება და პირიქით. ნახევარფინალებში დამარცებულები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.
კონფედერაციათა თასი ბრაზილიაში, 6 ქალაქის 6 სტადიონზე გაიმართება, სტარტს კი დღეს აიღებს. ტურნირის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ბრაზილიისა და იაპონიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი 22.50 სთ-ზე შემოგთავაზებთ.
ჯგუფები:
A ჯგუფი
- ბრაზილია
- იტალია
- იაპონია
- მექსიკა
B ჯგუფი
- ნიგერია
- ესპანეთი
- ტაიტი
- ურუგვაი
შეხვედრების განრიგი:
15 ივნისი: ბრაზილია – იაპონია.
16 ივნისი: მექსიკა – იტალია, ესპანეთი ურუგვაი.
17 ივნისი: ტაიტი – ნიგერია.
19 ივნისი: ბრაზილია – მექსიკა, იტალია – იაპონია.
20 ივნისი: ესპანეთი – ტაიტი, ნიგერია – ურუგვაი.
22 ივნისი: იაპონია – მექსიკა, იტალია – ბრაზილია.





