პრეზიდენტობის კანდიდატი

მარგველაშვილი არჩევნების თარიღის განსაზღვრას ითხოვს

ტაბულა

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტს ურჩევს, არჩევნების თარიღი დანიშნოს. ამის შესახებ მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს ძალიან უჭირს იმ ფაქტთან შეგუება, რომ პოსტი უნდა დატოვოს. 

"პრეზიდენტს ძალიან უჭირს ის ფაქტი, რომ პოსტიდან მიდის, რაც გამოიხატება იმაში, რომ ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც ვახორციელებთ, ის ვეტოს ადებს ან აწყობს განსაკუთრებულ ღონისძიებებს. შეეჩვიოს, რომ მიდის. აღიაროს,  რომ წააგო და დანიშნოს არჩევნების დღე, მერე შეიძლება უფრო გაუადვილდეს მთელი ეს პროცესი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

კომენტარები