საგარეო ურთიერთობები

პარლამენტმა NATO-სა და გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლები დაამტკიცა

parliament.ge

საკანონმდებლო ორგანომ გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კახა იმნაძის, NATO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კი ლევან დოლიძის კანდიდატურები დაამტკიცა. 

ლევან დოლიძის კანდიდატურას 115 დეპუტატმა არცერთის წინააღმდეგ, ერთხმად დაუჭირა მხარი. მის წინააღმდეგ ხმა არცერთ კანონმდებელს არ მიუცია. რაც შეეხება კახა იმნაძის კანდიდატურას, მას მხარი 87 დეპუტატმა დაუჭირა, 18-მა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კახა იმნაძისა და ლევან დოლიძის კანდიდატურებს კომიტეტებმა გუშინ მოუსმინეს.

კომენტარები