უმაღლესი განათლება

განათლების სამინისტრო: მიზანი უნივერსიტეტების რეალური ავტონომიურობაა

parliament.ge

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ სანიკიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით წარდგენისას აცხადებს, რომ პრემიერის მიერ რექტორის მოვალეობის შემსრულებელთა დანიშვნა მოკლევადიანი ინტერვენციაა. 

"ეს ის მოკლევადიანი ინტერვენციაა, რომლის დროსაც უნივერსიტეტები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ძირეული რეფორმისთვის უნდა მომზადდეს. რეფორმაზე დიდი ჯგუფი მუშაობს - უნივერსიტეტების ჩათვლით და მიზანი უნივერსიტეტების რეალური ავტონომიურობაა... დღესდღეობით რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ირჩევს. არის თუ არა რაიმე კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ამას საბჭო აკეთებს? - პასუხია - არა! შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, თუ რატომ არ შეიძლება დავაწესოთ კრიტერიუმი და არ წავიდეთ შორს და პრემიერს არ ვთხოვოთ, რომ დაგვინიშნოს მოვალეობის შემსრულებელი. როგორც კი კრიტერიუმი დაწესდება, ეს უკვე სასელექციო პროცესში გადავა. ეს ნიშნავს კონკურსს. კონკურსს სჭირდება დრო. ამ დროის განმავლობაში ორგანიზაცია არის ხელმძღვანელის გარეშე. ამ შემთხვევაში ვინც არის პასუხიმგებელი, ესაა ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი. ეს არის მთავრობა, ამ შემთხვევაში მთავრობა წარმოდგენილია პრემიერის მიერ. მას მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატს წარუდგენს მინისტრი და დანიშნავს მოვალეობის შემსრულებლად", - განაცხადა თამარ სანიკიძემ. 

კომენტარები