უმაღლესი განათლება

თსუ-ს რექტორმა თანამდებობა დატოვა

ტაბულა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ აკადემიური საბჭოს დადგენილება თსუ-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

"საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტის, ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის პირადი 2013 წლის 12 ივნისის №16696/02 განცხადების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადება პირადი სურვილის საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

ნუგზარ სურგულაძე
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე,
სრული პროფესორი", – წერია აკადემიური საბჭოს დადგენილებაში.

2010 წლის 31 აგვისტოდან სანდრო კვიტაშვილი თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, იმავე წლის ბოლოს კი უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს.

 

კომენტარები