ცვლილებები კანონში

პარტიების დაფინანსების კანონმდებლობა ლიბერალური ხდება

parliament.ge

ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში შემუშავებული პროექტის გათვალისწინებით, რომლის ინიცირების საკითხიც პარლამენტის დღის წესრიგში დგას, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა ლიბერალური ხდება.

პროექტის თანახმად, პარტიების დაფინანსების აკრძალული უფლება უბრუნდებათ იურიდიულ პირებსა და ორგანიზაციებს. თითოეულ იურიდიულ პირს შესაძლებლობა ეძლევა დააფინანსოს პოლიტიკური გაერთიანება, წელიწადში არაუმეტეს 120 ათასი ლარით. პარტიის დაფინანსების უფლება არ ეძლევა იურიდიულ პირს, რომლის საწესდებო კაპიტალის 10%-ზე მეტი სახელმწიფოს ეკუთვის.

პროექტის გათვალისწინებით, პარტიებს კრედიტის, სესხის აღების უფლებაც ექნებათ, რომლის საერთო რაოდენობა წელიწადში ერთ მილიონ ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 

კანონიდან პარტიათა დაფინანსების მიმართულებით იმ შემზღუდველი ნორმის ამოღებაც იგიგმება, რომლის მიხედვითაც, "თუ შემომწირველი ფიზიკური პირები შემოსავალს მთლიანად ან ნაწილობრივ ერთი წყაროდან იღებენ, მაშინ მათ მიერ ერთი პარტიის/საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ წლის განმავლობაში განხორციელებულ შემოწირულობათა საერთო ოდენობა 500 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო თითოეულის მიერ განხორციელებული შემოწირულობების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს".

კომენტარები