ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა

ნორლანდი: უშიშროების საბჭოს შეკრება მნიშვნელოვანია

georgia.usembassy.gov

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასზე განსახილველი საკითხები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

"გასული კვირის მოვლენებმა დაგვანახა, რომ საქართველოს წინაშე მთელი რიგი გამოწვევებია როგორც საგარეო პოლიტიკაში, ასევე უსაფრთხოების სფეროში, მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეებს და ექსპერტებს საშუალება ჰქონდეთ დასხდნენ და ისაუბრონ და შეინარჩუნონ საუკეთესო პოლიტიკა. რასაკვირიველია, საბჭოს შეკრება ამ მხრივ მნიშვნელოვანი მოვლენაა", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.  

შეგახსენებთ, რომ უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით განცხადება პრემიერმინისტრმაც გააკეთა. ივანიშვილის თქმით, საბჭოზე განსახილველი საკითხები მისთვის ამ ეტაპზე საინტერესო არაა. 

 

კომენტარები