ISAF-ის მისია

პრემიერი უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრებაზე გადაწყვეტილებას ზუსტი თარიღის გამოცხადების შემდეგ მიიღებს

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს პრემიერმინისტრი პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ. "ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ კანონის მიხედვით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს პრეზიდენტი. ამდენად, სწორედ პრეზიდენტის გადასაწყვეტია სხდომის დანიშვნის ზუსტი დრო. ცნობისთვის, პრემიერმინისტრი თბილისში იმყოფება ორშაბათს და სამშაბათს და მხოლოდ ზუსტი თარიღის გამოცხადების შემდეგ მიიღებს სხდომაზე დასწრების ან არდასწრების გადაწყვეტილებას", -ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევაზე 8 ივნისს განაცხადა და მზადყოფნა გამოთქვა, ზუსტი დრო პრემიერის აპარატთან შეთანხმებით დანიშნოს უახლოეს დღეებში. "ავღანეთში ქართული შენაერთის მიმართ განხორციელებული თავდასხმის, ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეო კლიპების გავრცელებისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი იწვევს უშიშროების საბჭოს სხდომას", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები