ნელსონ მანდელა

მანდელას მდგომარეობა სერიოზულია

ნელსონ მანდელა
cbsnews.com

სამხრეთაფრიკელები უკვე მეორე დღეა ნელსონ მანდელას ჯანმრთელობისთვის ლოცულობენ, რომელიც ფილტვების დაავადებით საავადმყოფოშია მოთავსებული.

ათასობით ადამიანი იოჰანესბურგში მდებარე კათოლიკურ ეკლესიაში შეიკრიბა.

"სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მანდელა ცდილობდა ჩვენთვის ეთქვა, რომ მტერში მესია უნდა დავინახოთ. მას შეეძლო მოწინააღმდეგეში პარტნიორი ეპოვა და მას ამ ქვეყნის ასაშენებლად იყენებდა. დაივიწყეთ წარსული, მოდი ერთად დავიწყოთ ქვეყნის შენება, რადგან მე თქვენში ვხედავ მესიას", - განაცხადა მამა სებასტიან როსოუმ.

ადგილობრივი გამოცემა სანდეი თაიმსი შემდეგი სათაურით გამოვიდა: "დროა, ის გავუშვათ". ეს სიტყვები მანდელას დიდი ხნის მეგობარს, ენდიუ მლანჯენის ეკუთვნის.

"ჩვენ მას სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ღმერთს ვთხოვთ, რომ მანდელა კარგად გახდეს, მაგრამ ამავე დროს მას მადლობას ვუხდით, რომ ასეთ ადამიანს ვიცნობდით".

დეკემბრის შემდეგ მანდელა უკვე მეოთხედ მოხვდა საავადმყოფოში. სახელმწიფოს ცნობით, ამჟამად მისი მდგომარეობა სერიოზულია, იმ დროს, როდესაც წინა შემთხვევებში აცხადებდნენ, რომ სიტუაცია იმედის მომცემი იყო.

 

კომენტარები