ნელსონ მანდელა

ნელსონ მანდელა დღეს მის მშობლიურ სოფელ ქუნუში დაკრძალეს

CNN

სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი და აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლი ნელსონ მანდელა დღეს მის მშობლიურ სოფელ ქუნუში დაკრძალეს. 

ალჯაზირას ინფორმაციით, დაკრძალვის ცერემონიას 5000 ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყვნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა და სხვა მაღალჩინოსნები, უელსის პრინცი ჩარლზი, მონაკოს პრინცი ალბერი და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ნელსონ მანდელა 5 დეკემბერს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. უკანასკნელ თვეში მანდელას მდგომარეობა კრიტიკული იყო. იგი საავადმყოფოში ივნისის დასაწყისში, ფილტვში ინფექციის გამო მოხვდა. 

მანდელა სამხრეთ აფრიკას 1994-1999 წლებში მართავდა. ახალგაზრდობაში ის აქტიურად იბრძოდა აპარტეიდული რეჟიმის წინააღმდეგ, რის გამოც ციხეში 27 წელი გაატარა. 1993 წელს მას ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა.

კომენტარები