ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი

ჯონ კერი ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო სამძიმარს გამოთქვამს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი
Reuters

თბილისსა და ვაშინგტონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი  აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის ესაუბრა. ჯონ კერიმ მწუხარება გამოთქვა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო და მადლობა გადაუხადა პრემიერს საქართველოს წვლილისათვის  ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. ჯონ კერიმ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ყველაზე დიდი კონტრიბუტორია კონტიგენტის მხრივ NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ავღანეთის მისიაში. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო  NATO-სკენ სწრაფვას გააგრძელებს და გახდება NATO-ს წევრი ქვეყანაა. სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ იმედოვნებს მხარეები ახლო მომავალში შეხვდებიან ერთმანეთს და პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობაზე ისაუბრებემ. 

 

 

კომენტარები