ISAF-ის მისია

NATO-ს კოალიციური ჯარების მხედართმთავარმა საქართველოს პრემიერმინისტრს მიუსამძიმრა

scmp.com

NATO-ს კოალიციური ჯარების მხედართმთავარმა, ფილიპ ბრიდლავმა, საქართველოს პრემიერმინისტრს ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. 

პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, გენერალი ფილიპ ბრიდლავი ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით ესაუბრა. 

"გენერალმა ბიძინა ივანიშვილს სამძიმარი გამოუცხადა და მწუხარება გამოთქვა ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაღუპული ქართველი სამხედროების გამო. NATO-ს კოალიციური ჯარების მხედართმთავარმა მზადყოფნა გამოთქვა, მაქსიმალურად დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას, რათა ღირსეული პატივი მიეგოს ქართველი გმირების ხსოვნას. მისივე თქმით, ყურადღება არ მოაკლდებათ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც გაეწევათ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ განუსაზღვრელად დიდია საქართველოს როლი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში", - აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები