NATO

რასმუსენი: ბარიერების აგებამ შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს

denesen.mk

NATO-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, საოკუპაციო ზოლთან ბარიერების აშენება საერთაშორისო სამართლის და 2008 წლის შეთანხმების დარღვევაა და შეიძლება დაძაბულობის ზრდა გამოიწვიოს. 

"მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ბარიერების აგება საერთაშორისო სამართლის და 2008 წლის შეთანხმების დარღვევაა. ბარიერების აგება გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს, ამან შეიძლება დაძაბულობის ზრდა გამოიწვიოს და კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს პატივიი სცეს თავის თავზე აღებულ საერთაშორისო მოვალეობებს," განაცხადა რასმუსენმა NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე. 

კომენტარები