შსს

აქციის დროს დაკავებული "თავისუფალი ზონის" აქტივისტები გაათავისუფლეს

პატრული
ლექსო ხუბულავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის თქმით, დღევანდელ აქციაზე დაკავებუილ 3 ადამიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავებულებს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევაში ედებათ, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 

დღეს საქართველოს პროფკავშირების სასახლეში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობა გაიმართა, რომელსაც პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. სასახლესთან ნაციონალური მოძრაობის მომხრეებმა აქცია გამართეს, სადაც ვანო მერაბიშვილის დაკავებასა და ცხინვალის რეგიონში მომხდარ მოვლენებს აპროტესტებდნენ. საპატრულო პოლიციამ ამ აქციის 3 მონაწილე   დააკავა.

"ჩვენ არ მოგვწონს ის განცხადებები, რასაც პრემიერი აკეთებს საოკუპაციო ხაზთან მომხდარი მოვლენების შესახებ. რუსების მიერ საზღვრის გადმოწევა არ შეიძლება გაუგებრობად შეფასდეს. ასევე არ მოგვწონს ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება, ამას არასდროს შევეგუებით. სწორედ ამის გამო გავმართეთ აქცია. აქციის მიმდინარეობისას ქართული ოცნების მომხრეები მოგვიახლოდნენ, რომლებიც შეუარცხყოფას გვაყენებდნენ. პოლიციამ კი სამაგიეროდ ჩვენი აქციის მონაწილეები დააკავა", - განაცხადა ტაბულასთან საუბრისას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გირშელ ბართაიამ.

კომენტარები