ოკუპირებული ტერიტორიები

ლიდინგტონი: გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

wikipedia.org

რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას, დღეს, ბრიტანეთის ევროპის მინისტრი დევიდ ლიდინგტონი გამოეხმაურა.

ლიდინგტონის თქმით, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

"შეშფოთებული ვარ საქართველოსა და დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებულ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან შექმნილ ე.წ. საზღვრის მოწყობის მზარდ ინციდენტებთან დაკავშირებით. გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება ყველა იმ მოქმედებას, რომელიც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის იზოლაციისა და დაძაბულობის ზრდისკენაა მიმართული", - განაცხადა დევიდ ლიდინგტონმა. 

კომენტარები