ოკუპირებული რეგიონები

ფუქსი: ისრაელი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და მომავალშიც ასე იქნება

pirweli.com.ge

ისრაელის ელჩი საქართველოში, იუვალ ფუქსი აცხადებს, რომ ისრაელი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. "ისრაელი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერდა, უჭერს და მომავალშიც ასე იქნება", - აღნიშნა ფუსქმა სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში.

იუვალ ფუქსის თქმით, ისრაელი დარწმუნებულია, რომ კონფლიქტები მოლაპარაკებით უნდა მოგვარდეს.

"ისრაელის სახელით მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ისრაელი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერდა, უჭერს და მომავალშიც ასე იქნება. ჩვენ არ ვემხრობით და არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ, თვითაღიარებულ "დამოუკიდებლობას". ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენი პოზიცია მყარია და გვწამს, ხანგრძლივი კონფლიქტები ორმხრივი მოლაპარაკებით უნდა მოგვარდეს და არა - ცალმხრივი მოქმედებებით", - აღნიშნა იუვალ ფუქსმა, რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის კომენტირებისას. 

კომენტარები