ოკუპირებული ტერიტორიები

რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული პირები გათავისუფლებულები არიან

radiotavisupleba.ge

რამდენიმე დღის წინ რუსი მესაზღვრეების მიერ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული მამა-შვილი, ავთანდილ და კახა ხადურები გათავისუფლებულები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მიერ, "ცხელი ხაზის" მეშვეობით მოლაპარაკებების შედეგად, დღეს საქართველოს 2 მოქალაქე გათავისუფლდა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები