მერაბიშვილის საქმე

ივანიშვილი: დაახლოებით ვიცი, რომ მერაბიშვილს კიდევ რამდენიმე ბრალდება წაეყენება

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts


პრემიერმინისტრის ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს ბრალი კიდევ დაუმძიმდება - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ პრაიმტაიმთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრისთვის წინასწარი განცხადებების კეთება არ შეიძლება:

"არც მოვახერხებ, ვერც მოვახერხებ და არც ჩავერევი პროკურატურის საქმიანობაში. დაახლოებით კი ვიცი, რომ მერაბიშვილს კიდევ რამდენიმე ბრალდება უნდა წაუყენონ. უკვე წაუყენეს კიდევ ერთი ბრალდება 26 მაისთან დაკავშირებით. ტელევიზიით ვადევნებდი თვალს რა ხდებოდა 26 მაისს, ვიცი შემდგომი მოვლენებიც და ამიტომაც მჯერა, რომ პროკურატურას იმაზე მეტი სამხილი აქვს, ვიდრე საჭიროა. გირგვლიანის თემაც იქნება. ამბობენ, რომ კიდევ რამდენიმე საქმე აქვთ პროკურატურაში. მე არაფერი გამიკვირდება. პრემიერმინისტრი ვარ და არ შეიძლება წინასწარ განცხადებების კეთება. უდანაშაულობის პრეზუმფციამ უნდა იმუშაოს და სასამართლომ გადაწყვიტოს ყველაფერი, მაგრამ მე ამ საზოგადოებაში ვცხოვრობ. კითხვები რომ ბევრი არსებობს მერაბიშვილთან და ყოფილ ხელისუფლებასთან, თქვენც კარგად მოგეხსენებათ", - აცხადებს პრემიერი.

 

კომენტარები