საგარეო ურთიერთობები

წულუკიანი: სააკაშვილმა შეაფერხა ახალი მთავრობის მუშაობა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან

თეა წულუკიანის Facebook-ის ოფიციალური გვერდი

იუსტიციის მინისტრი თე წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს. წულუკიანის თქმით, სწორედ სააკაშვილი აფერხებდა საქართველოს ხელისუფლების საგარეო მიმართულებით მუშაობას. 

"ახალი ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურობით ძალიან აქტიურად მუშაობს. პირველ თვეებში არჩევნების შემდეგ თვითონ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეაფერხა ახალი მთავრობის მუშაობა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, როდესაც ის ჭირვეული ბავშვივით უარს ამბობდა ელჩების კანდიდატურებზე ხელი მოეწერა. ამან რა თქმა უნდა თუნდაც ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვენელოვან ქვეყანასთან როგორცაა ამერიკის შეერთებული შტატები, საელჩოს დაკომპლექტების შენელება გამოიწვია. ამიტომ მემგონი არავის არ ესაყვედურება თავად პრეზიდენტის გარდა ის, რომ ისეთი ტემპებით ვერ წავიდა ნოემბრიდანვე საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობა, როგორც ეს ჩვენი სურვილი იყო",- განაცხადა წულიკიანმა.

კომენტარები