ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო ობიექტებში შეჭრილ პირებს შენობათა დატოვებისკენ მოუწოდებს

ეკონომიკის მინისტრი კვირიკაშვილი
ეკონომიკის სამინისტროს ვებ-საიტი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სახელმწიფო ობიექტებში უკანონოდ შეჭრილ ადამიანებს მოუწოდებს, საკუთარი ნებით დატოვონ შენობები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება პრობლემის მოგვარების მიზნით კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალების გამოყენებას აპირებს. 

უწყების ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბოლო თვეების განმავლობაში ლტოლვილთა განსახლებისა და დევნილთა სამინისტროს უკვე გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება - საქართველოს მასშტაბით 42 ობიექტი, სადაც დევნილთა სამინისტროს მონაცემებით, ბინებით 1000-მდე დევნილი ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი. ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. 

"ბოლო პერიოდში მასობრივი ხასიათი მიიღო სახელმწიფო შენობებში ადამიანთა ჯგუფების უკანონოდ შეჭრის ფაქტებმა. მხოლოდ სექტემბრის მეორე ნახევრიდან დღემდე მათ უკვე ათეულობით ობიექტი დაიკავეს. ისინი ასევე უკანონოდ მოითხოვენ ამ ობიექტებში ელექტროენერგიისა და წყლის შეყვანას. თუმცა, კანონის დამრღვევთა მოთხოვნების დაკმაყოფილება სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე ვერ მოხდება. ლტოლვილთა განსახლებისა და დევნილთა სამინისტრომ თხოვნით მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, თბილისში, ღოღობერიძის ქ. #3-ში მდებარე სახელმწიფო ქონების მისთვის გადაცემის თაობაზე, რათა იქ მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ოჯახებისათვის საკუთრების უფლებით ფართების გადაცემა. თუმცა, აღნიშნულ ქონებაში ამჟამად უკანონოდ შეჭრილი პირები იმყოფებიან. სწორედ დევნილებისთვის ბინების გადაცემის მიზნით იგეგმება თვითნებურად დაკავებული ობიექტების გამოთავისუფლება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

 

კომენტარები