შს მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი სესილია მალმსტრომსა და შტეფან ფულეს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილის Facebook-ის გვერდი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საშინაო საქმეების საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომსა და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს შეხვდა. 

შეხვედრა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროგრესის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით გაიმართა. 

შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა NATO-ს გენერალური მდივნის პირველ მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუსთან, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეებთან: პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში დირკ ბრენგელმანთან, თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმარების საკითხებში ჰუსეინ დირიოზთან, უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში გაბორ იკლოდთან. 

შეხვედრების დროს განხილული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარებული რეფორმები და პრიორიტეტული საკითხები NATO-სთან თანამშრომლობის მიმართულებით. 

კომენტარები