მერაბიშვილის საქმე

საქალაქო სასამართლო მერაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს

Reuters

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. საქმე ახალ ბრალდებას, 26 მაისის აქციის დაშლის საქმეს ეხება.

გამოძიება მერაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ამჯერადაც პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. დაცვის მხარის შუამდგომლობა კი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებაა. მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებით, გაუგებარია, რატომ ითხოვს პროკურატურა პატიმრობას, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს და, ამასთან, მერაბიშვილი უკვე პატიმრობაშია.

სასამართლო პროცესს ესწრებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები და ქალაქის მერი გიგი უგულავა.

ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი 21 მაისს დააკავეს. მას ბრალად უფლებამოსილების გადამეტება, ამომრჩევლის მოსყიდვა, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა და სხვისი საკუთრების უკანონოდ მითვისება ედებოდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერაბიშვილს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 28 მაისს მერაბიშვილს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.

 

კომენტარები