რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, საქართველოს ინტერესებშია, რომ ჟენევის ფორმატში განსახილველი საკითხები, რუსეთთან ორმხრივ დიალოგში არ გადავიდეს. ამის შესახებ აბაშიძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა.
"პრობლემის საგნობრივი განხილვა ორმაგ ფორმატში ვერ მოხდება და არც უნდა მოხდეს, რადგან ეს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატითაა გათვალისწინებული. ჟენევის ფორმატის საქმიანობა მეტად სპეციფიკური და მნიშვნელოვანია. არანაირად არ უნდა დავუშვათ, რომ ქართულ-რუსულმა ორმხრივმა დიალოგმა ჟენევის ფორმატი დააკნინოს ან მისი დუბლირება მოახდინოს", - განაცახადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, ის, რაც სოფელ დიცთან ხდება, სრულიად მიუღებელია და გრიგორი კარასინთან პრaღაში დაგეგმილი შეხვედრის წინ, არასახარბიელო ფონს ქმნის.
აბაშიძე იმედოვნებს, რომ შექმნილი ვითარება, 26-27 ივლისისთვის ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრაზე მთელი სიმწვავით დადგება.





