შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ, დღეს ქალაქ რუსთავში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ზაზა თ. დააკავა. შსს-ს ინფორმაციით ეჭვმიტანილი თავს დაესხა ქარჩავების ოჯახს და 63 წლის ნანული ქარჩავა ბლაგი საგნით მოკლა. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ, პოლიციამ განძრახ მკვლელობის ბრალდებით (სსკს-ს 109 მუხლი) ზაზა თ. თბილისში დააკავა.





