სამხედრო მოსამსახურეებმა თავისუფლების მოედანზე ფიცი დადეს

ირაკლი ალასანია
epn.ge

თავისუფლები მოედანზე 72 სამხედრო მოსამსახურემ ფიცი დადო. წვრთნისა და განათლების სარდლობის ძირითადი საბძოლო მომზადების კურსდამთავრებულებს ქართულ არმიაში გაწევრიანება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიულოცა. "ჯარისკაცებო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! თქვენ დღეიდან უდიდესი მისია გაკისრიათ - დაიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა. შეიარაღებული ძალების დევიზია - სამშობლო - ღირსება - ერთგულება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეულად და ერთგულად დაიცავთ ჩვენს სამშობლოს. შეიარაღებული ძალები დიდი და მტკიცე ოჯახია, სადაც საერთოა ლხინიც და ჭირიც. ერთად, ჩვენ შევძლებთ დავიცვათ ჩვენი წინაპრების მონაპოვარი - სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. საქართველოს მთავრობის სახელით, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, რაც ჯარისკაცს ყველაზე მეტად სჭირდება. ღმერთი იყოს შეიარაღებული ძალების და სრულიად საქართველოს მფარველი", - განაცხადა თავისუფლების მოედანზე შეკრებილი სამხედროების წინაშე ალასანიამ.

სამხედრო მოსამსახურეებმა და მიწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.  

 

 

კომენტარები