შსს

17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით, 2 პიროვნებას ბრალი წაუყენეს

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით, ბრალი კიდევ ორ პიროვნებას წაუყენა.

შსს-ს ცნობით, "17 მაისს, ვაჩნაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ორ პირს, 1991 წელს დაბადებულ ბექა ს-ს და 1982 წელს დაბადებულ ტიტალ დ-ს ბრალი წაუყენეს". 

"ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სსკ-ის 161–ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

უწყების ცნობით, 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. 

კომენტარები